ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო

19 ივნისი 2020, 11:24 3082 ნახვა

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტი სამომავლოდ ეტაპობრივად განხორციელდება და ის ამავე ქუჩის ჩიხებსაც მოიცავს.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წლების განმავლობაში იყო, ხოლო მრავალსართულიან ბინებში წყალმომარაგება დაბალი წნევის გამო ვერ ხორციელდებოდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 200-მდე აბონენტს წყალი შეუზღუდავად, სტანდარტის შესაბამისი წნევით მიეწოდება.

„პროექტი რაც მოიცავს ქეთევან წამებულის ქუჩას და მის ირგვლივ ტერიტორიას არის ძალიან მასშტაბური, რისთვისაც „ბათუმის წყალს“ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, რომ ქუჩა მთლიანად დაიქსელოს და მოსახლეობა მოამარაგოს უწყვეტი წყალმომარაგებით. ეტაპობრივად მოვახდენთ ქეთევან წამებულის ქუჩისა და ჩიხების დაერთებას ახალ მაგისტრალურ ქსელზე“, - განაცხადა „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი