სპორტის სიახლეები ია სართანიასთან ერთდ

18 ივნისი 2020, 20:01 1511 ნახვა

უეფას ცენტრალურ ოფისში მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების გეგმაზე და ახალი სეზონის დაწყების თარიღზე იმსჯელეს.   ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის გამართვის თარიღი. რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, მისი დაწყება კვლავ 3 სექტემბერს იგეგმება. ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კი ერთმატჩიანი იქნება, მასპინძელი კლუბი წილისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდება. პლეი-ოფის თამაშებს კლუბები ტრადიციულად საკუთარ მოედანზე და სტუმრად ჩაატარებენ. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მინი ტურნირი 7-13 ოქტომბერს შედგება. წილისყრა ქალაქ ნიონში სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება. 21-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები სექტემბერ-ნოემბერში არის დაგეგმილი. 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტ რაუნდის შეხვედრები 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატი ჩრდილოეთ ირლანდიაში ორ ეტაპად არის დაგეგმილი 8-14 ოქტომბერი ჯგუფური ეტაპი, 9-18 ნოემბერი პლეი-ოფის რაუნდი. ევრო 2022-ის ფუტსალის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები კი 2-11 ნოემბერს ჩაინიშნა.

პროფესიონალ ვაჟ ჩოგბურთელთა ასოციაციამ, საჩოგბურთო სეზონის განახლების თარიღი გამოაქვეყნა, რომელიც მარტში კორონავირუსიის პანდემიის გამო შეწყდა. ორგანიზაციის განცხადებით პაუზის შემდეგ პირველი ტურნირი, 14 აგვისტოს, ვაშინგტონში ჩატარდება. შემდეგი მასტერსი 22 აგვისტოს ცინცინატში გაიმართება. გამოქვეყნებულ კალენდარში რიგით მესამე ტურნირი აშშს ღია პირველობა იქნება, რომელიც 31 აგვისტოდან აიღებს სტარტს. ავსტრია 8 და 13 სექტემბერს უმასპინძლებს მორიგ ჩემპიონატებს. რომში კი 20 სექტემბერს გაიმართება  შეხვედრები. რაც შეეხება სეზონის რიგით მეორე სლემს  საფრანგეთის ღია პირველობას მიმდინარე სეზონში  21 სექტემბერს არის ჩანიშნული. პირველი ხუთი დღე საკვალიფიკაციო რაუნდებს დაეთმობა, ძირითადი ბადის შეხვედრები კი 27 სექტემბრიდან დაიწყება. ორგანიზატორების თქმით ტურნირი მაყურებლის გარეშე არ ჩაივლის. 

რომის ოლიმპიკზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში  ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა ტურინის იუვენტუსი თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხა. მატჩის ძირითად დრო გუნდებმა ნულით ნული ითამაშეს . გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი არკადიუშ მილიკმა გაიტანა.ნაპოლი ისტორიაში მეექვსედ გახდა კოპა იტალიის გამარჯვებული.  

კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდა. ლიგა ენდესას ფინალურ ეტაპზე თორნიკე შენგელიას ბასკონიამ  ვალენსიაში ბილბაოს დამაჯერებლად ანგარიშით  87-64  მოუგო. ქართველმა კაპიტანმა  პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში  7ქულა და 9 მოხსნაა დააგროვა. წარუმატებელი გამოდგა  ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა  კიდევ ერთი ქართველი  ლეგიონერისთვის .გიორგი შერმანდინის  ტენერიფე  უნიკახასთან ანგარიშით  83-70  დამარცხდა.ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი დაჰყო  და ამ დროის მანძილზე 10 ქულას  6 მოხსნას ,ერთ შედეგიან გადაცემას და სამ ჩაჭრას მოუყარა თავი. ლიგა ენდესას შემდეგ ტურში გიორგი შერმანდისი ტენერიფე თორნიკე შენგელიას ბასკონიას დაუპირისპირდება .

28-ე ტურის პირველ შეხვედრაში ასტონვილამ ვილა პარკზე შეფილდს უმასპინძლა  და ანგარიშით 0:0 დაუზავდა.  ტურის ცენტრალურ შეხვედრაში  მანჩესტერ სიტიმ ეტი ჰარდზე არსენალს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრაში ანგარიში  პირველი ნახვერის დამატებით დროში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა ,51-ე წუთზე დებრუინმა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში  3:0 კი    მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფოდენმა დააფიქსირა

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში