საპროტესტო აქცია კოკოტაურში

01 ოქტომბერი 2016, 00:00 2978 ნახვა

,,ვიცავთ ჩვენს ღირსებას“, ,,დაგვიბრუნეთ ჩვენი უფლებები“ - ამ ტრანსპარატებით ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. კოკოტაურის, ცხმორისის და დანდალოს მცხოვრებლები დასახლებულ ადგილებში  220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის სადენების გაყვანას ეწინააღმდეგებიან.  სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროგადამცემი ხაზები საფრთხის შემცველი არ არის, მოსახლეობის  თხოვნის საფუძველზე სადენების სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხზე იმსჯელებენ. ​

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში