2500 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა - ჯანდაცვის მინისტრი

18 ივნისი 2020, 12:25 1180 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს 2500 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციის დროს ისაუბრა. მინისტრმა დღეს მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. 

ტიკარაძე ამბობს, რომ დევნილი მოსახლეობა მთავრობის პრიორიტეტია.

''ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ დევნილებს. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება. ჩვენი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის მათზე ზრუნვა. ''ქართული ოცნების'' მმართველობის პერიოდში  უპრეცედენტოდ მაღალია დევნილებისთვის გადაცემული საცხოვრებლების რაოდენობა. 

21 000 ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და 1500 დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000 დავუკანონეთ. 

ასევე 2020 წელს გვაქვს დიდი გეგმები და 2500 დევნილს აუცილებლად სახლს გადავცემთ'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში