პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით Deloitte-ის ნიუ იორკის ოფისის ექსპერტებმა პრეზენტაცია წარუდგინეს

18 ივნისი 2020, 11:08 1012 ნახვა

საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრეზენტაცია ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.

''როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი