ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 24 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მორიგი მიზნობრივი კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
თვენახევრის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის 893 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 731 გამოჯანმრთელებულია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პაციენტი რჩება.