განთიადსა და მახინჯაურში ხვალ ძველი ქსელის აბონენტებს წყალი გაეთიშებათ

17 ივნისი 2020, 17:35 1312 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ხვალ, 18 ივნისს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება განთიადის და მახინჯაურის დასახლების ძველი ქსელის აბონენტებს. მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა  მცირედით ამღვრეული იყოს, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი