საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი მარკ კლეიტონი იქნება

17 ივნისი 2020, 15:10 1542 ნახვა

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი ეყოლება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. მარკ კლეიტონი მოქმედ ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს აგვისტოში ჩაანაცვლებს.

კლეიტონი უკვე 20 წელიწადზე მეტია, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 

რაც შეეხება ყოფილ დიპლომატს, ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოში ელჩად 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი