აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის გამოცხადების საკითხის პროცედურების დაწყებას ითხოვენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აცხადებს, მათ უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის მხარდაჭერა აქვთ. ისინი დეპუტატებს საკითხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.