კვლავ ვრჩები საქართველოს ერთგულ მეგობრად - ამერიკელი სენატორი

17 ივნისი 2020, 10:53 991 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სენატორმა დევიდ პერდიუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

''მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გაუარესებული მდგომარეობა. სენატორმა პერდიუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობრად. 

სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში