დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. მოქალაქეებს პირბადეების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებშიც მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. მოქალაქეებთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც. ტრანსპორტის შემთხვევაში კი მძღოლი.