ვანდალიზმის ფაქტი ქობულეთში. მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სკვერში სკამები დააზიანეს. ადგილზე მისულ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სკამები მიწიდან ამოღებული და დაზიანებული დახვდათ. პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა
ქობულეთის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ტერიტორიაზე მალე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.