კინოთეატრები და მუზეუმები გახსნისთვის ემზადებიან

11 ივნისი 2020, 20:01 1576 ნახვა

პანდემიის შემდეგ, რეგულაციები თითქმის ყველა სფეროში მოიხსნა. ახლა აქტუალური ხდება კიდევ ერთი თემა, როგორ ჩატარდება კულტურული ღონისძიებები? სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა. განისაზღვრა, დახურულ სივრცეში სპექტაკლის ხანგრძლივობა, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა - კვლავ სავალდებულოა.

სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს; ცვლებს შორის ინტერვალი კი მინიმუმ 1 – 1,5 საათს. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია.  სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების, შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი