დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტესტირების არეალი ფართოვდება. ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ სამედიცინო პერსონალი კვირაში ერთხელ გაიტესტება. საუბარია კოვიდის მიმღებ ცხელების ცენტრებში დასაქმებულებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებზე. ასევე ანესთეზიოლოგებსა და რეანიმატოლოგებზე.
''დღეს იტესტებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორკვირაში ერთხელ, ორშაბათიდან გადავდივართ კვირაში ერთხელ ტესტირებაზე. განსაკუთრებით, კოვიდის, ცხელების ცენტრებში და ასევე სასწრაფო დახმარების ცენტრში.
დანარჩენი სამსახურის კრიტიკული პერსონალი, ესენი არიან ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, გადაუდებელი დახმარების სპეციალისტები, ისინი გაიტესტებიან ასევე კვირაში ერთხელ, ხოლო სამედიცინო სფეროს დანარჩენი პერსონალი მოთხოვნის მიხედვით ორკვირაში ერთხელ.
ასევე ინტენსიურად ვტესტავთ კარანტინში მოთავსებულ ყველა ადამიანს. კარანტინიდან გამოსვლის მეცამეტე ან მეთოთხმეტე დღეს. ეს არის აუცილებელი. ბევრი ინფიცირებული აღმოვაჩინეთ და ამით ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინეთ.
ასევე ინტენსიური ტესტირება დაიწყო ტრაილერის მძღოლების'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.