ორშაბათიდან შიდა ტურიზმი აღდგება - პრემიერი

11 ივნისი 2020, 11:38 1344 ნახვა

საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დღეს შიდა ტურიზმის გახსნის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

მისივე განმარტებით ისინი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან ტურისტული ნაკადების მართვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოხდება "მწვანე ზონების" თაობაზე მიღწეული შეთანხმებების ეტაპობრივი ამოქმედება.

"ორშაბათიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ეს აძლევს ჩვენ მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობის საშუალებას, ისევე როგორც ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად აღდგეს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ბიზნესსოპერატორს მართებს უკიდურესი სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით მათი მიდგომა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ ჩვენ გადავწყვეტთ უკვე იმ ორმხრივი შეთანხმებების, რომლებზეც მუშაობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ამ შეთანხმებების მწვანე ზონების თაობაზე ამოქმედების ეტაპობრიობას"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი