აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც მთელ საქართველოში არსებობდა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიკას. პრეზენტაციის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების კითხვები მოისმინა. სხდომათა დარბაზი ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა.