პროტესტი ექვს შვილთან ერთად

08 ივნისი 2020, 18:03 1733 ნახვა

ბათუმის მერიასთან შემდგომ კი მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან  მოქალაქემ საპროტესტო აქცია  გამართა, რამაზ შენგელია აცხადებს, რომ მას საცხოვრებლიდან ქირის გადაუხდელობის გამო ასახლებენ  და მერიისგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვს, შენობასთან იგი 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა და ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.

ამბობს რომ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, თუმცა ეს დახმარება, რამაზ შენგელიას განცხადებით, საკმარისი არ არის. მერიაში  აცხადებენ, რომ უწყების სპეციალური პროგრამის მიხედვით, ბინებით უზრუნველყოფენ, მხოლოდ იმ ოჯახებს სადაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ. მთავრობაში კი ამბობენ საკითხს არ იცნობდნენ, თუმცა აუცილებლად უშუამდგომლებენ რამაზ შენგელიას მერიასთან მოლაპარაკებებში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი