საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება

08 ივნისი 2020, 15:19 1525 ნახვა

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისიდან განაახლებს. რკინიგზაში ამბობენ, რომ კომპანია მგზავრებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით გადაიყვანს.

მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს, ასევე მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი. ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით. 

რკინიგზაში ამბობენ, რომ მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე მგზავრები. მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. 

რკინიგზაში განმარტავენ, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.

''დღეს მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა'' - აცხადებენ კომპანიაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი