შეთანხმება ოპოზიციაში

07 ივნისი 2020, 20:07 2118 ნახვა

კვირის შეჯამებისას მთავარი თემა კვლავ პოლიტიკური პროცესებია. გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციურ ერთობაში რყევები გაჩნდა. საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხს ახლა საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს, რადგან დიდწილად ამაზეა დამოკიდებული 2020-ის არჩევნების შედეგები. პარტიების უმრავლესობამ იცის, რომ 50-ს  პლუს ერთი, სავარაუდოდ ძნელად მისაღწევი შედეგია პირველ ტურში, ამიტომ ტექნიკური ერთობის შენარჩუნება ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულს საქართველოს შორის დაწყებული პოლემიკა შეფასდა რყევების მიზეზად - ევროპელებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს მკაცრად მიანიშნეს, რომ მართალია ისეთივე მრავალრიცხოვანი ელექტორატი ჯერ არ ჰყავთ, როგორც - მათ, თუმცა ყოფილი თანაგუნდელებისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

კვირის დასრულებამდე გამწვავებული დისკუსია ნაციონალურმა მოძრაობამ დათმობით დახურა - პარტია თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან მხოლოდ 2-ში წარადგენს საკუთარ კანდიდატს. განსხვავებულია სტრატეგია რეგიონებთან მიმართებაში. აქ კონკურენცია ოპოზიციური ერთობის შიგნითაც მაღალი იქნება და სავარაუდოდ, პარტიების უმრავლესობა საკუთარი მაჟორიტარებით წარდგება ამომრჩევლის წინაშე. ქართული ოცნება კი გაერთიანებულ ოპოზიციას ძლიერ კონკურენტად არ მიიჩნევს.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში