საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში, სატელევიზიო ფორმატში ჩატარდა. სხდომა პირველი არხის ეთერით გადაიცა. დეპუტატებმა მოქალაქეების შეკითხვებს ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში უპასუხეს. შეკითხვების უმრავლესობა 8 მარტის შეთანხმების შესრულებასა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ეხებოდა.
კიდევ ერთი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაახლოებით ათ დღეში ბათუმში გაიმართება. მისი ტრანსლირება მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში. ამის შემდეგ კანონპროექტი დაუბრუნდება პარლამენტს საკომიტეტო განხილვებისთვის. კენჭისყრა კი სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე გაიმართება.