ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი აღარ იქნება. სამინისტროში ამბობენ, რომ კონკრეტული რეკომენდაციები კონდიციონერების გამოყენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაიდება, რასაც გაითვალისწინებენ. უნივერსიტეტის ნაცვლად წელს საგამოცდო ცენტრები იქნება მეათე და მეთოთხმეტე სკოლებში.
როგორ მოხდება კონდიციონერების გამოყენება პანდემიის პირობებში, როდის მოხდება მისი ჩართვა-გამორთვა ამაზე კონკრეტული რეკომენდაციები მოგვიანებით დაიდება.