საქართველოში დღეს ნინოობა აღინიშნება. ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინოს ქადაგება უძღოდა წინ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.