სკანდალური სხდომა ბათუმის საკრებულოში

29 მაისი 2020, 19:53 1827 ნახვა

ხმაური იყო დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც. სიტუაცია კიდევ უფრო 25-ე, არხის მიერ გავრცელებულმა კადრებმა გაამწვავა, რომელშიც ჩანს როგორ მისწერა, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე არ ამოეღო დღის წესრიგიდან შ.პ.ს. „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში მიწის გადაცემის საკითხი.

წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ,  ბულვარის ტერიტორიაზე შპს „ამბასადორ ბათუმს" 341 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადასცა. სხდომის დაწყებამდე საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების მოთხოვნით ბრიფინგიც გამართეს. იმავეს ითხოვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ჭეიშვილიც,  თუმცა საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი