ბათუმში მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 540 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი ადაპტირებული შენობა უნდა აიგოს. ცნობილია, რომ კორპუსში სასწავლო, საგნობრივი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე სასადილო უნდა განთავსდეს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ღია სპორტული მოედანიც უნდა მოეწყოს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 მილიონ 890 ათას 062 ლარია.