ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე, ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ გადაცემა ‘’რადიოვიზიაში’’ ისაუბრა.
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი აკადემია ბათუმელ სპორტსმენს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
კონტაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.
გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.
ამ დროისთვის საყრდენი ნახევარმცელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს.