მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ მივა. გიორგი გახარია 27 მაისს დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. 29 მაისს კი ინტერპელაციის წესით მივა. ბოიკოტის მიუხედავად, სხდომაში მონაწილეობას აპირებენ ოპოზიციური ფრაქციები.