სადავო საკანონმდებლო ცვლილებები - კამათი გრძელდება

20 მაისი 2020, 20:37 1663 ნახვა

საკანონმდებლო პაკეტს, რაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მთავრობას გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. შეზღუდვების დაწესების კანონპროექტს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებები სახიფათო და არაკონსტიტუციურია. ზოგადად ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ინიციატივა სამთავრობო გუნდს პარლამენტის გარეშე გადაჭარბებულ უფლებებს ანიჭებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს, ხმაურიც იყო, სოფო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვით გამოსვლისას ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აპროტესტებდეს. ცვლილებებს კენჭი საგანგებო სხდომაზე დაჩქარებული წესით უნდა უყარონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი