ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ არსებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა ისევ ძალაში დარჩეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე ინიცირდა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე წაიკითხა მოქმედი კანონმდებლობა.
არჩილ თალაკვაძემ ეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე მუხლების დაზუსტებით ახსნა. კამათი დავით მათიკაშვილსა და რომან გოცირიძეს შორის იყო, გაირკვა ისიც, რომ პროექტს არ მოაწერს ხელს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები.“ საკითხი დეპუტატებმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ. ოპოზიციაში ფიქრობენ იმას, რომ ხელისუფლება დამატებით ძალაუფლებას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. ბრალდებებს ჰქონდა პასუხი. პროექტის მიხედვით მთავრობას უფლებამოსილება ექნება, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები შესაძლოა ძალაში დარჩეს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.