მესამე სექტორი ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება

29 სექტემბერი 2016, 00:00 2794 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელებას შემაშფოთებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კამპანიაში ,,ეს შენ გეხება” მიიჩნევენ, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მიზნად პოლიტიკურ მანიპულაციებსა და შანტაჟს ისახავს. მესამე სექტორში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსმენის ე.წ. გასაღები დამოუკიდებელ ორგანოს უნდა გადაეცეს, რაც ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოსმენებს გამორიცხავს.

ამავე კატეგორიაში