გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.
„დღეს ცოტა ზურგი მტკიოდა და ტელევიზორისთვის არ მიყურებია. რომ ჩავრთე, სადღაც ცხრის ნახევარი იყო, ეწერა, პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა.
რადგანაც სალომე ზურაბიშვილის ხელწერაა შეწყალების აქტზე, ოპოზიციონერი მას ადამიანურ მადლობას უხდის.
"100 წელი არ გავახსენდებოდით სალომე ზურაბიშვილს მე და ოქრუაშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ შეწყალებაზე მისი ხელწერაა. ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა," - განაცხადა გიგი უგულავამ.
პატიმრობაში მყოფი "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.