განათლების სამინისტრომ მოსწავლეების შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა

15 მაისი 2020, 15:00 2973 ნახვა

მოსწავლეთა შესაფასებლად განათლების სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა - ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

''მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა. ეს არის ერთი ალტერნატივა. მეორე არის: მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის, მეორე სემესტრის ექვსი კვირის, ეს გახლავთ პანდემიამდე პერიოდი, ამ პერიოდში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული.   

ცალკე უნდა ავღნიშნოდ მეხუთეკლასელების სიტუაცია. იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება არსებული სისტემით, იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულის დადგენაა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ გააჩნია. ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ არიან. მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

დეტალური ინსტრუქციები სკოლებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი