საქართველო პირველ უცხოელ ტურისტებს ისრაელიდან ელოდება

14 მაისი 2020, 21:01 2161 ნახვა

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ამოქმედდება, იგეგმება ფრენების აღდგენაც. თუმცა იმისათვის, რომ ბათუმმა ''მწვანე ზონის'' სტატუსი მიიღოს საჭიროა ვირუსის ინკუბაციის ორი ფაზა გავიდეს. ანუ ორჯერ 14 დღიანი ციკლი. აჭარაში ერთი ფაზა უკვე გავიდა, თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაემატება, რისკი განულდება. წელს  სანაპიროზე მოსიარულე პირების ვაჭრობაც აიკძრალება.

ასევე არ არის გამორიცხული არც ბატუტები იყოს ნებადართული, სადაც ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრის თავს. 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტები შემოსვლის შემდეგ, დამსვენებელი ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს წარადგენს ან საზღვარზე სავარაუდოდ ჩამოსულ ტურისტების ტესტს ჩაუტარებენ. პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გვექნება. ფრენების აღდგენის სურვილი კი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის არიან „ვიზეარი"და „რაინეარი".

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი