დაკარგავს თუ არა ქვეყანა სოლიდურ დახმარებას ევროკავშირიდან?

14 მაისი 2020, 20:50 1613 ნახვა

ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები, ოპოზიციისთვის, ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები არიან 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველას ინტერესშია საქართველომ სოლიდური ფინანსური დახმარება არ დაკარგოს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასა და 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პატიმრების გათავისუფლებაზე კი ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია. ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 500 მილიონი ევროს განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი