ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით იუსტიციის საბჭოს პირდაპირ აქვს დავალებული სასამართლოს დეპოლიტიზაცია, დამოუკიდებლობა და ამ მხრივ რეფორმა.