ენმ აიპი "ბათუმის კორპუსს"კორუფციაში ადანაშულებს

21 აპრილი 2016, 00:00 5232 ნახვა

არაკომპეტენტურობა თუ  ტენდერის განზრახ გაჭიანურება- ამ შეკითხვაზე პასუხს  ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა აიპი ბათუმის  კორპუსის ხელმძღვანელისგან ითხოვს- დეკანაძე  აცხადებს,  ბათუმის  36 ეზოს მოსაწყობად გამოცხადებული მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი  იმის  გამო ჩავარდა,  რომ აიპი ბათუმის კორპუსმა  კომპანიებს მოუქნელი სატენდერო პირობები შესთავაზა.  აიპი ბათუმის კორპუსის  ხელმძვანელი  გელა დეკანაძის ბრალდებას ცილისმწამებლურს   უწოდებს.  ზურაბ ნაკაიძე განმარტავს,  რომ ტენდერში კომპანიებმა მონაწილეობა დატვირტული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მიიღეს, რის გამოც  სატენდერო პირობები  შეიცვალა და   სამუშაოების შესრულების ვადა  სამ თვემდე გაიწერა. ამასთან მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის დადგენილებით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხდდა,  რომელმაც გამარჯვებული სამ დღეში უნდა გამოავლინოს. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში