ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი უკვე მესამე ადგილზეა

12 მაისი 2020, 13:36 1740 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიირებულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონ 270 ათას გადააჭარბა, გარდაცვლილია 287 ათასზე მეტი, ხოლო მილიონ ნახევარზე მეტი განიკურნა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი აშშ-ია.

კოვიდდადებითი ქვეყანაში მილიონ 385 ათასი ადამიანია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 81 ათასს გადააჭარბა. მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც 268 ათასზე მეტი ინფიცირებული და 26 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 232 ათას 243 ადამიანს დაუდასტურდა. დღეიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდვები შემსუბუქდა, მოქალაქეებს სამსახურში გასვლის ნება დართეს,მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში აუცილებელია პირბადეებისა   და ერთჯერადი ხელთათმანების ტარება.

სანკტ-პეტერბურგში წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ერთ-ერთ აპარატს  ცეცხლი გაუჩნდა.  

კარანტინის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა გერმანიაში.  ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 933 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც გასულ დღეებს სამჯერ აღემატება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი