დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი დაიწყო. დილიდან მუშაობა განაახლეს იმ მაღაზიებში, რომლებსაც მხოლოდ 1 შესასვლელი აქვთ. კვლავ სავალდებულოა უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაღაზიებში შესულ ყველა მოქალაქეს თერმოსკრინინგი უტარდება.
სავაჭრო ობიექტებთან დღეს, ხალხმრავლობა იყო, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის ფონზე. ისევ დახურულია დიდი სავაჭრო ცენტრები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები.