პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. პროცესი პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში .
რეგისტრაცია საჯარო სკოლებში მშობლის განცხადების საფუძველზე განხორციელდება. მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 2 ივნისს და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.