ხვალიდან მომხმარებლები პროდუქტების შეძენას 47 აგრარულ ბაზარში შეძლებენ. ღია და დახურულ ბაზრებში ტერიტორიის ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებში მოსაყვანად, კომპლექსური ღონისძიებები უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს სარეალიბიტაციო სამუშაოები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მეთვალყურეობენ.
აგრარული საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ ის სავაჭრო ობიექტები, სადაც ჰიგიეურ-სანიტარული ნორმები სააგენტოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტებს შეესაბამება.
ხვალიდან ბაზარში მოხვედრას მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით შეძლებს. შიდა ფართობზე კი, მომხმარებელსა და მოვაჭრეებს შორის დაცული იქნება დისტანცია.
საქართველოში არსებული 90-მდე აგრარული ბაზრიდან ექსპლუატაციაში მხოლოდ 47 შედის. დანარჩენები ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააგრძელებენ. თუ არ იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია შესაძლებელია ბაზრები ისევ დაიხუროს.
ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს დეზინფექცია ჩაუტარდება. რეკომენდაციების შესრულებას ინსპექცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებს.
რაც შეეხება ბათუმის აგრარულ ბაზარს, მისი შიდა პერიმეტრის გახსნა ჯერ არ იგეგმება.