ავარიისას  დაშავებულ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა 

03 მაისი 2020, 15:13 1639 ნახვა

ბათუმის ბულვარში ავარიის შედეგად დაშავებულ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკა მედინაში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.ავარიის შედეგად მეორე დაშავებული  კი მკურნალობას ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადის. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის ბულვარში მოხდა. ავტომობილებით რბოლა  მსხვერპლით დასრულდა ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით  აღძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი