რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

03 მაისი 2020, 11:13 2120 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორი კვირის წინ დაკავებული, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან. ისინი ოკუპირებულ ცხინვალში საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდიათ. რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ორი კვირის წინ დააკავეს. მათ საკარანტინო რეჟიმი ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გაიარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი