მცირე ბიზნესისთვის გრანტის მოცულობა იზრდება

01 მაისი 2020, 15:56 2489 ნახვა

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებებია.  თუ აქამდე პროგრამის ბიუჯეტი იყო 10 მლნ ლარი ამიერიდან მისი ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება.

იზრდება თითოეული გრანტის მოცულობა და 20 000 ლარის ნაცვლად 30 000 ლარი ხდება. თანადაფინანსება, რომელიც ბენეფიციარს უნდა მოეტანა ორჯერ შემცირდა, აქამდე სამინისტრო 20%-იან თანადაფინასებას ითხოვდა, ახლა ეს იქნება 10%.

"ეს არის პროგრამა როცა ყველაზე მცირე ბიზნეს აქტივობა შეიძლება დაიწყოს ცალკეულმა ოჯახმა, რომლეიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად. ფერმის, მცირე საოჯახო სასტუმროს გასახსნელად. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ პროგრამით 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს. განსაკურებით სოფლად მცხოვრები ოჯახები.  პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყლად ჯგუფებს"-განაცხადა ნათია თურნავამ

მინისტრის განმარტებით დღემდე მიკრო გრანტების პროგრამით 6000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი