საკრებულოს სხდომა ხულოში დრამატული თეატრის შენობაში ჩატარდა

30 აპრილი 2020, 17:45 2008 ნახვა

კორონავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციების გათვალისიწინებით საკრებულოს სხდომა ხულოში  დრამატული  თეატრის შენობაში ჩატარდა. სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.  დღესვე  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მერის წარმომადგენლები   ექვსთვიანი ხელშეკრულებით დაინიშნებიან. აღნიშნული საკითხი შესაძლო წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასა ნაციონალურმა მოძრაობამ. ბრალდებას არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში