საქართველოში ყველა ტესტი არის მაღალი ხარისხის და ნუ ავრცელებენ მტკნარ ტყუილს - განაცხადა ამირან გამყრელიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"
მისივე თქმით უხარისხო ტესტებზე გავრცელებული ინფორმაცია, არის მტკნარი ტყუილი და ნუ იყენებენ ამ თემას პოლიტიკური დივიდენტებისთვის.
"ყველა ტესტი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვისაც აწვდის არის მაღალი ხარისხის ტესტი. ევროკავშირის მიერ ბანკირებული, ამერიკის NDI-ის მიერ დამტკიცებული და რაც მთავარია ყველაზე პირველი ტესტირება რაც დაიწყო ქვეყანაში იყო საუკეთესო პრაიმერები მოწოდებული" - აცხადებს გამყრელიძე.