ჩაკვეტაძეს საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონი აკვირდება

26 აპრილი 2020, 20:56 1654 ნახვა

ფრანგული გამოცემის -ის ინფორმაციით  საფეხბურთო კლუბი ,,ბორდო’’ ორ ფეხბურთელს ,,გენტის’’ ქართველ შემტევს გიორგი ჩაკვეტაძეს და ,,როსტოვის’’ უზბეკ თავდამსხმელს ელდორ შომურადოვს აკვირდება.

ბორდოს ადგილობრივმა გამოცემამ კომენტარისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ტაშკენტის ,,ფაქტაკორის’’ მწვრთვნელს შოთა არველაძეს დაუკავშირდა. არველაძე ორივე ფეხბურთელს კარგად იცნობს.

''შომურადოვი ეფექტური თავდამსხმელია , მაგრამ ჩემი აზრით მას ნიდერლანდების ან ინგლისის ჩემპიონატი შეეფერება. მან კარგად იცის თავისუფალი სივრცის მოძებნა და ის აუცილებლად გახდება უზბეკეთის საუკეთესო ფეხბურთელი. გიორგი ჩაკვეტაძეს პირადად ვიცნობ ის შესანიშნავი ტექნიკის მქონდე ფეხბურთელია . ბოლო სეზონში ტრამვის გამო ბევრი გაუცდა და ამის გამო მისი დიდ კლუბში ტრანსფერი არ შედგა.გიორგის აქვს მოედნის ხდევა რაც სხვა ფეხბურთელებზე მაღლა აყენებს.’’ - განუცხადა ფრანგულ გამოცემას  არველაძემ.
24 წლის შომურადოვის სატრანსფერო ღირებულება 5,2 მილიონი ევროა ,ხოლო 20 წლის ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულება 6,7 მილიონი ევროს შეადგენს.
,,ბორდო’’ საფრანგეთის 6 გზის ჩემპიონია ,ხოლო თასის 4 გზის ჩემპიონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი