საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული სანქციები - ურთიერთბრალდებები

23 აპრილი 2020, 14:32 496 ნახვა

საგანგებო მდგომარეობასთან  დაკავშირებით დადგენილი  აკრძალვებისა და შეზღუდვების,  მათ შორის  კომენდანტის საათის დარღვევისთვის  საყოველთაოდ დაწესებული სანქციების გამო ოპოზიცია მთავრობას  აკრიტიკებს.  

ოპოზიციური  სპექტრის განცხადებით, მთავრობამ აკძალვების შესახებ კანონი არათანმიმდევრულად  მიიღო. განმარტავენ, რომ  ერთის მხრივ აკრძალვები ვრცელდება მოქალაქეებზე, მეორეს მხრივ კი  არ იზღუდება  რელიგიურ დღესასწაულებზე, რაც ფიქრობენ რომ ვირუსის გავრცელების არანაკლებ საფრთხეს ქმნის.

სანქციები არის პროპორციული და მიზანი მოსახლეობის  ჯანმრთელობის დაცვა და პანდემიასთან ბრძოლაა - ასე პასუხობენ ოპონენტებს მმართველ გუნდში და   უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში