“თავისუფალი ზონის“ ყოფილი წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის ყველა წევრი დაიკითხულია. ”თავისუფალი ზონის” გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გუშინ 9 წევრთან ერთად ორგანიზაცია დატოვა. მიზეზი კი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაცემული მითითებები გახდა, რომელიც 8 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ეხებოდა.