საკარანტინო ზონა კიდევ 76-მა ადამიანმა დატოვა. მათ საკარანტინო სივრცეში 14 დღე გაატარეს. საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.
ამჟამად აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულია 5047 მოქალაქე, ხოლო კარანტინის ვადა 7 478 ადამიანს დაუსრულდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან .