ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განსხვავებით სააღდგომო ღამისთევა სხალთის ეპარქიაში ჩატარდება

17 აპრილი 2020, 10:33 2298 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განსხვავებით  სააღდგომო ღამისთევა ჩატარდება სხალთის ეპარქიაში. ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას ისაუბრა.  სხალთის ეპისკოპოსის თქმით,  მორწმუნეები უფალთან უნდა იყვნენ.  

შეგახსენებთ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით აღდგომის ღამისთევის წირვა მრევლთან ერთად გაიმართება. განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ბათუმისა და ლაზეთის  ეპარქიამ.  მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო წირვა 19 აპრილს  დილის 7 საათზე დაიწყება, მას შემდეგ რაც კომენდანტის საათი დასრულდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში