პირბადის გარეშე გადაადგილება 15 ათასი ლარით ჯარიმდება

16 აპრილი 2020, 21:17 26916 ნახვა

17 აპრილიდან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაუმორჩილებლობაზე პასუხი იურიდიულ პირებს დაეკისრებათ 15 ათასი ლარის ჯარიმის სახით.

"იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები, ეს გახდება ვითარების გამწვავების საფუძველი. მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა" - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი